Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტების წარმატება

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: ქეთი გზირიშვილი, ია მიქიაშვილი,   ნათია გოგუაძე, გვანცა ხოსიაშვილი და მაია ამბარცუმოვი მონაწილეობენ გაეროს  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 2021 წლის გლობალურ სტუდენტური ლიგის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში.

 მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან რეგისტრირებული 1000 სტუდენტიდან ჩვენი ფაკულტეტის გუნდი გადავიდა ფინალურ ეტაპზე. კონკურსის შემდეგ ფაზაში სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრის გზების შესახებ კონკრეტული იდეები, რომელიც თანხვედრაში იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (Sustainable Development Goals).